პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა. მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ,,პროკურატურისშესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრს წარუდგინა, რომელიც 2017 წლის 25 მაისს დამტკიცდა და გამოქვეყნდა.
ეთიკის ახალი კოდექსი, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მთავარ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმაჯგუფმა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის ქმედებები, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.გარდა ამისა, ეთიკის ახალი კოდექსი დისციპლინურ გადაცდომებს სიმძიმის ხარისხის მიხედვით ჰყოფს დააკონკრეტებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს ამა თუ იმ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ გამჭვირვალეს ხდის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. ეთიკის ახალ კოდექსში შესულიცვლილებებით პროკურატურის მუშაკის ქმედებები კიდევ უფრო მეტად ექცევა ეთიკის ჩარჩოებში, რაც საზოგადოებისმხრიდან საჯარო მოხელის მიმართ გამოცხადებული ნდობის როგორც განმტკიცებას, ასევე მის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ეთიკის ახალი კოდექსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორისდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინურიპასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესში მოხდა პროექტის გაცნობა პროკურატურის თანამშრომლებისთვის და კოდექსის შემუშავებისას მათი აზრი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. ეთიკის კოდექსის პროექტი მოწონებული იქნა როგორც საქართველოში მოქმედი არაერთიარასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსწარმომადგენლობის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ. კოდექსის პროექტმა ასევე გაიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე სპეციალისტთა ექსპერტიზა. თითოეულმა მათგანმა პოზიციის დაფიქსირების დროს მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსით ეთიკის ახალი კოდექსის მიღება და ამოქმედება საქართველოს პროკურატურის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიადემოკრატიული პრინციპების, პროკურატურის თანამშრომელთა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით.
ეთიკის ახალი კოდექსის შინაარსის განჭვრეტადობის და ერთიანი პრაქტიკის შემუშავების მიზნით, საქართველოსმთავარი პროკურატურა პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალი კოდექსის კომენტარების შექმნას გეგმავს. ასევემიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პროკურატურის მოქმედი შინაგანაწესის შეცვლისა და მისი თანამედროვეგამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს დაევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტებს გაწეული მნიშვნელოვანი საექსპერტომხარდაჭერისთვის.