საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა. ტოკიოში საგარეოუწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს იაპონიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისწარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საზეიმოდ აღინიშნება  საქათველო-იაპონიის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა იაპონიის წამყვან ანალიტიკურ ცენტრ „Sasakawa Foundation”-ში,სადაც საუბარი შეეხება საქართველო-იაპონიის ურთიერთობას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებებს, ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციებს და გლობალური და რეგიონალური პოლიტიკის საკითხებს.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს და სიტყვით გამოვა იაპონიის საგარეო ვაჭრობისორგანიზაციაში (JETRO) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოში (JICA), სადაც საუბარი შეეხებასაქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობას, საქართველოს საინვესტიციოშესაძლებლობებს და განვითარების სფეროში იაპონიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის პრესკონფერენცია იაპონური მედიის წარმომადგენლებისთვის იაპონიისნაციონალურ პრეს-კლუბში.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტი ასევე ემსახურება მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიიაპონიასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ამ მიზნით ვიზიტის ფარგლებში მიხელ ჯანელიძე შეხვედრებსგამართავს იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, ასევე იაპონიის რობოტიკსის ასოციაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრიასევე ეწვევა უმსხვილეს იაპონურ კომპანიებს, მათ შორის ტოშიბასა და ჰიტაჩის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ვიზიტის ფარგლებში  ქ. ოსაკაში საზეიმოდ გაიხსნება იაპონიაშიპირველი ქართული ღვინის მაღაზია.

(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები