ხვალ, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც კამპანიის ორგანიზატორები საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ  საკონკურსო პირობებისა და კომისიის წევრების შესახებ, ასევე, წარადგენენ სარეგისტრაციო ვებგვერდს და დაასახელებენ ჯილდოს, რომელიც წლის მასწავლებელს გადაეცემა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი,  ტელეკომპანია „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*