ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება. ახალ კომპანიას, რომელიც ქალაქს განავითარებს, ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს. ბოჭორიშვილი ამ დრომდე საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ქალაქ ანაკლიას კომპანია „ანაკლია სითი“ განავითარებს, რომლის თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი“ და „კონტი ჯგუფი“ არიან. იმავე კომპანიებმა დააფუძნეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.     

„ქალაქი ანაკლია – ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია ჩავებათ გლობალურკონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით. ჩვენ საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდს ვაყალიბებთ და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს“,  – განაცხადა „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, „ქალაქი ანაკლია მიმზიდველი იქნება, როგორც მსუბუქი ინდუსტრიის,ისე მომსახურების სფეროსათვის; ის ღია იქნება გლობალური კორპორაციების, ფინანსური და სადაზღვევოსექტორების, კვლევისა და ტექნოლოგიების ტრანსფერისათვის. ქალაქი დაეფუძნება შემოქმედებითიეკონომიკური სიახლეების კონცეფციას, ბიზნესის დერეგულაციას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა დათანამედროვე ინფრასტრუქტურას“.

ქალაქი ანაკლია, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება.

ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო  ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.  ანაკლია მოიაზრება, როგორც სატელიტურიქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT)გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს.

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*