16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

“მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მთავარი აზრი არის ცხონება, თუ ვხედავ,რომ ვიღაცას სურს დედა ეკლესია დაასამაროს და თავზე დაგვამხოს, აქ მეგობრობა არ არსებობს”. ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “არჩევანის” ეთერში ისაუბრა.

“მე ჩავთვალე ღირსეულად, რომ როდესაც ჩემს მამას შეაგინეს, მე გავეცი პასუხი. იმ პიროვნებამ გასცა პასუხი, რომელსაც ის ვერ დაარტყამს. ვინ კითხავს მას ხელისუფლების გადარჩენას, დაეტიოს მისი ეპარქიის ფარგლებში. ის რომ პატრიარქი ყოფილიყო, ანალოგიურად დავიცავდი მეუფე პეტრესაც.

მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება, მის მიმართ უმძიმესი, მომაკვდინებელი ბრალდებების წაყენება და ამ ბრალდებების ტირაჟირება. ეს არის ყველაზე უმძიმესი ბრალდება ანუ მეუფე პეტრე უკვე დიდი ხანია, გავიდა ეკლესიის ფარგლებიდან. მას მხოლოდ გაფრთხილება მისცეს და სთხოვეს,რომ გაჩერდი, არ გახვიდე ჩარჩოებს გარეთ. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ის ბინძური მეთოდებით აგრძელებს ბრძოლას. მან ყველას მოგვცა კანონიკური და სამოქალაქო უფლება, რომ დავიცვათ დედა ეკლესია და პატრიარქი.

კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის დაქვრივება უნდა, ანუ ანდრიას ტახტის დაქვრივება უნდა მეუფეს.მას აქვს შორს მიმავალი გეგმები.  ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ მასთან ერთად, ერთ ხმაში საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ზოგადად ებრძვიან დედა ეკლესიას. ეს ადამიანები დაისაჯნენ და პირობითად არიან დატოვებული თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ეს აკადემია ერთგულად უდგას პატრიარქს გვერდით. ის ორი პიროვნება პირობითად არის დატოვებული სემინარიაში” , – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*