საქართველო  31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს აღომსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეეყნების წარმომადგენლებისთვის.

როგორც “თბილისი თაიმსს” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია, დამსწრე საზოგადოება უკეთ გაეცნოს  კლიმატის მწვანე ფონდში არსებული რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის გზებს, როგორც შემარბილებელი, ისე საადაპტაციო ღონისძიებებისა თუ პროგრამების განსახორციელებლად. ასევე დაგეგმილია მხარეებისათვის კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზაობის დახმარების, პროექტების მომზადებისა და წარდგენის პროცედურების გაცნობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც ეხება კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების მიმართულებით.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე რეგიონში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციები და მრავალმხრივი განვითარების ბანკები.

კლიმატის მწვანე ფონდი წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მთავრ ფინანსურ მექანიზმს და უზრუნველყოფს დაბალემისიიანი და მდგრადი განვითარების ხელმშემწყობი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებას განვითარებად ქვეყნებში.

ფორუმში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიიღო.

 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*