“ჩემო პოლიციელებო, ეს მიღწევები თითოეული თქვენგანის შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოლიციელები მართალ საქმეს ემსახურებიან და წვლილი შეაქვთ სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნლი ღონისძიებაზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელებს მიაგეს პატივი.

“ჩემო პოლიციელებო, ეს მიღწევები თითოეული თქვენგანის შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია, რწმენის, როცა მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ახლა მინდა ყველამ ერთად წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებას შეეწირნენ”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები