ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.მათ თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს. თუმცა, მიუხედავად დიდი პერსპექტივისა-ქართული თაფლი მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე, ჯერ კიდევ ვერ მოხერხა მისი ბაზარზე გატანა.

საინტერესოა რა არის ის დამაბრკოლებელი ფაქტორები, რის გამოც ვერ ახერხებენ ქართველი მეფუტკრეები უნიკალური თვისებების მქონე  თაფლის ექსპორტზე გატანას. ამის შესახებ, „თბილისი თაიმსი“ ესაუბრა „საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის “ თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილს.

მისი თქმით, დღეს ორი მთავარი პრობლემა არსებობს,  რაც აფერხებს თაფლის გატანას ევროპის ბაზარზე. ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ, თავისუფლად შევძლებთ გავიტანოთ თაფლი ექსპორტზე.

„პირველი პრობლემა პირველადი წარმოების კონტროლია. ანუ სკრინინგის განხორციელება წარმოებულ თაფლზე. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირველადი წარმოების კონტროლზე  და შემდგომ მის გადამუშავება/რეალიზაციაზე , საჭიროა  ამ პროდუქციამ გაიაროს კვალიფიცირებულ ლაბორატორიაში კვლევა/ შემოწმება, რომელიც დაადასტურებას მის შესაბამისობას საქართველოში მოქმედ თაფლის  ტექნიკური რეგლამენტის ან  ევროპის კოდექსის ანალოგიურ მოთხოვნებს. „

მისი თქმით, თუ ეს ორი პრობლემა აღმოიფხვრება ნებისმიერ მსურველს საშუალება  ექნება განახორციელოს თაფლის ექსპორტი.

კეპაშვილის  თქმით, შესაბამისი   ლაბორატორიის არარსებობის გამო მწარმოებელს უწევს თაფლი ევროპაში გაგზავნოს და ნიმუშები იქ აიღოს, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.  მისი განმარტებით, ასეთი რაოდენობის ხარჯის გაწევა კომპანიებს არ უღირთ.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 133 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*