“რაც უნდა მომხდარიყო, შეილახა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და გამორიცხულია ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობა”. თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტზე,პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.

“დაინტერესებულ მხარეებს აქვთ სურვილი, რომ სახელმწიფო დაადანაშაულონ და ძალოვანი უწყებებისკენ გაიშვირონ ხელი, მაგრამ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას.ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი, კატეგორიულად ვგმობ ამ ფაქტს. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო და ასეთი რამეები არ ხდება. ამიტომ ეს სტანდარტი უნდა დავიცვათ.

ყველა ვართ მოწოდებული,რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში დადგინდეს სიმართლე.ამ ამბავს შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სკანდალი. რა ფორმითაც არ უნდა მომხდარიყო გატაცება,პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად საქმის გამოძიებას აქვს პრესტიჟის გამოწვევა. ისიც უნდა დავადგინოთ საზღვარი გადაკვეთა თუ გადააკვეთინეს” , – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*