16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

1. დააქუცმაცეთ ვირისტერფას ნორჩი ფოთლები, დაუმატეთ 2 ს/კ რძე (ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა). წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

2. 2 ს/კ პიტნის ფოთლებს დაასხით ქაფქაფა წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. დაასველეთ ნაყენში დოლბანდი და დაიდეთ სახეზე. ეს ნიღაბი დაამშვიდებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად გაღიზიანებულ კანს.

3. 2 ს/კ გახეხილ კიტრს დაუმატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. როდესაც ნიღაბი შეგაშრებათ, ბამბით მოიშორეთ (არ ჩამოიბანოთ წყლით).

4. გახეხეთ სტაფილო და ნიახურისა და ოხრახუშის ფესვები. აიღეთ თითოეული 1 ს/კ ოდენობით, დაუმატეთ 2 კვერცხის გული და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

5. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ვარდის ფურცლები, პიტნის ფოთლები, კამის ღერები, გვირილას, ცაცხვის და სალბის ყვავილები და დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებული ფხვნილიდან აიღეთ 6 ჩ/კ და წამოადუღეთ 1,5 ლ მდუღარე წყალში. გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. დაასველეთ ქსოვილი ნაყენში და დაიდეთ სახეზე.

6. გახეხეთ ჭარხალი, მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ არაჟანი და წვრილად დაკეპილი ოხრახუში, კარგად აურიეთ. ნიღაბი ჩამოიბანეთ 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით.

7. მშრალი და ჭკნობაშეპარული კანისათვის ეფექტურია პომიდვრის ნიღაბი: პომიდორს კანი მოაცილეთ, რბილობი დასრისეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახეზე (20 წთ). პომიდვრის ნიღაბი კანს მოქნილს ხდის და ბზინვარებას ანიჭებს.

8. ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონებისთვის რეკომენდებულია მჟაუნის ნიღაბი: მჟაუნის რამდენიმე ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ კვერცხის ცილა და წაისვით სახეზე (გაიჩერეთ 15 წუთი). ეს ნიღაბი ასუფთავებს ფორებს და აქრობს ცხიმის სიპრიალეს.

9. ნესვის ნიღაბი არბილებს, აცოცხლებს და კვებავს კანს. სახეზე წაისვით ნესვის რბილობი და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

10. დასრისეთ მარწყვი და პიურე თხელ ფენად წაისვით სახეზე. როდესაც პირველი ფენა გაშრება, კვლავ გადაისვით კენკრის მეორე ფენა. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. მარწყვის ნიღაბი ეფექტურია კანზე ანთებითი პროცესების დროს.

11. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, აიღეთ 1 მწიფე ატმის რბილობი და დაუმატეთ 1 ს/კ არაჟანი, ასევე, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 10 წუთი გაიჩერეთ.

12. ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ს/კ ატმის რბილობს დაუმატეთ 1 ჩ/კ შემთბარი თაფლი, აურიეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

13. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 2 ჩ/კ დასრესილ მწიფე ატმის რბილობს დაუმატეთ 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა, წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

14. ანთებითი გამონაყარისკენ მიდრეკილ მშრალ კანს გარგარი დაეხმარება. 1 ს/კ გარგრის რბილობი კარგად დასრისეთ 1 ჩ/კ ხაჭოსთან ერთად, წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

15. გარგრის რბილობს დაუმატეთ 1 ს/კ არაჟანი, მცენარეული ზეთი და ათქვეფილი ცილა, შემდეგ წაისვით სახეზე და კისერზე და 20 წთ გაიჩერეთ. ამ ნიღაბს ლიფტინგის ეფექტი აქვს.

16. წითელი მოცხარის ნიღაბი ცხიმიანი კანისათვის. დასრისეთ 2 ს/კ წითელი მოცხარი ან გამოიყენეთ წითელი მოცხარის წვენი ( 3 ს/კ). გახსენით 1 ს/კ კარტოფილის ფქვილში, წაისვით სახეზე და 15 წუთში გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

17. მსუბუქი პილინგი სახლის პირობებში მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანისათვის: 1 ს/კ მოცვი კარგად დასრისეთ და მიღებული ფაფისებური მასა აურიეთ იმავე რაოდენობის არაჟანში (ნორმ. კანის შემთხვევაში) ან იოგურტში (ცხიმიანი და კომბინირებული კანის შემთხვევაში). წაისვით ნიღაბი ნამიან კანზე და მსუბუქი მოძრაობებით დაიმასაჟეთ (2-3 წუთის მანძილზე).

18. ალუბალს გამოაცალეთ კურკები, დასრისეთ და დაიდეთ მიღებული მასა სახეზე. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ნამიანი ბამბის ტამპონით მოიშორეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სახეზე წყლის მიკარება.

19. აიღეთ 3 ცალი მოზრდილი ქლიავი, მოაშორეთ კანი, გამოაცალეთ კურკები და დასრისეთ. დაუმატეთ 1 კვერცხის გული, ნახევარი ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ წიწიბურას ფქვილი. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი მშრალი კანისთვისაა.

20. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი: აიღეთ 1 ყვითელი და 1 მწვანე ქლიავი, გამოუღეთ კურკები და კარგად დასრისეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თხევადი თაფლი და მასა სახეზე წაისვით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ანადუღარი წყლით და შემდეგ კანი ყინულის კუბით დაიმუშავეთ. ბოლოს დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.

წყარო: marao.ge

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*