2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ხოლო  2018 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.  ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განუცხადეს.

პლასტიკის პარკების გარდა აიკრძალება თუ არა პოლიეთილენის ბოთლების მოხმარება? –  ამ კითხვით „თბილისი თაიმსს“ ბევრმა მკითხველმა მიმართა. საკითხის გასარკვევად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დავუკავშირდით,  სადაც გვითხრეს, რომ „პოლიეთილენის ბოთლებთან დაკავშირებით აკრძალვა არ მოქმედებს.“

ახლო მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა პოლიეთილენის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ამ კითხვაზე სამინისტროს პასუხი არ აქვს, რადგან ჯერჯერობით აღნიშნული საკითხის განხილვა არ მომხდარა.

 

ნინო მაზიაშვილი

(Visited 107 times, 1 visits today)

კომენტარები