საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტოკიოში შეხვედრა გამართაიაპონიის საგარეო საქმეთა სახელწმიფო მდივანთან ნობუო კიშისთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25წლისთავს და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში იაპონია-საქართველოს ორმხრივმაურთიერთობებმა ბევრი მიმართულებით შეიძინა  ბრწყინვალე ხასიათი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანიფინანსური და ტექნიკური კონტრიბუცია საქართველოს განვითარების სფეროში, ასევე იაპონიისურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.

მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზარდდინამიკაზე, ხაზი გაესვა საქართველოში იაპონიის მხრიდან ასევე უმაღლესი თანამდებობისპირების ვიზიტების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის მხარეს გააცნო საქართველოს წარმატებებიევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალესმოსაზრებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობებით, მათ შორის საქართველოს ჩართულობით საერთაშორისო სატრანსპორტოპროექტებში და თანამშრომლობაზე ენერგო სექტორში.

იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეპუტაცია საერთაშორისოასპარეზზე, რაც კარგ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

“იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მეიმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფროგაღრმავდება და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები კვლავ გაგრძელდება. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოებაში და საქართველო იაპონური კომპანიებისთვისაც ძალზე მიმზიდველია. მინისტრისიაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ბევრ იაპონურ კომპანიას მოინახულებს და ასევე გაიმართებაბიზნეს სემინარი. ეს ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკურიურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში” – განაცხადა კიშიმ.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში 1 ივნისს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფუმიო კიშიდას შეხვედრა,ასევე საზეიმო ვითარებაში აღინიშნება საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერობების 25წლის იუბილე.

 

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*