ტრამპის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა. ახალი წესები სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებასაც კი ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ამერიკის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების დასახელება და ბოლო 15 წლის განმავლობაში აპლიკანტის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობის ისტორია.

სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაჭიანურდეს, ან უარი მიიღოთ.

(Visited 117 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*