საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებშიშეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან. შეხვედრაზემიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებისგამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკებისდაწყების თაობაზე.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა  მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების  დამყარების საიუბილეოთარიღის– 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით ამ ხნის განმალობაში ორი ქვეყნისმეგობრობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, როგორც არის დემოკრატიული განვითარება,ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა.

 იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს

მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოიაპონიის ურთიერთობის ახალსაფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა,ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა იაპონიასა და საქართველოსშორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე,როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას განავითარონბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე იქნება კარგი სიგნალი იაპონური საქმიანიწრეებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით.ხაზი გაესვა  საქართველოს სტრატეგიული მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურბიზნეს კლიმატს.

 ფუმიო კიშიდას განცხადებით იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოსმოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას,თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.   

 იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხოგარემოს გათვალისწინებით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იაპონიისმოქალაქეებისათვის არსებულ .. “Travel adviser”-ში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნისშესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონურიტურისტების მოზიდვას.

 მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების,მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროსიაპონიის გამოცდილება.  

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს ,როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA- წარმატებულისაქმიანობა. იაპონიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობასაქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში.

 საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაციასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. იაპონიის მხარემ კიდევერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.  

 შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოიაპონიისწარმატებული თანამშრომლობა.  მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ქვეყნებს შორისმაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყებისხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.  

​ 

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*