საქართველოს ბევრი კულტურულ-ისტორიული ძეგლი ამშვენებს. ზოგიერთი მათგანის შესახებ ინფორმაცია, ბევრ ჩვენგანს, სულაც არ მოეპოვება. სწორედ ამიტომ,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ახლახანს 11 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 „თბილისი თაიმსი“  ძეგლთა სიას გაგაცნობთ:

1.ახალციხეში, ლ.კეცხოველის  სახელობის N-2 სამუსიკო სკოლა, 1882 წელი;

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ასურეთში მდებარე მარანი(არქიტექტურის /

მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი), 1931 წელი;

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითის რკინიგზის სადგური, 1890 წელი;

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესია, 1847 წელი;

5. ახმეტის მუნიციპალიტეტში,დიდბატონის კომპლექსი, 1) დარბაზული ეკლესია;  2) მარანი, გვიანი შუა სუკუნეები.

6. ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. მატანი, სამების ეკლესია, განვითარებული შუა საუკუნეები;

7. ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. მატანი, ღვთისმშობლის ეკლესია, XIX საუკუნე;

8. ღვთისმშობლის ეკლესია, ახმეტის მუნიციპალიტეტი, XIX საუკუნე;

9. ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფ. სარო, მიხეილ მაღრაძის დარბაზი, XIX ს. 60-იანი წლები;

10. ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფ. სარო, პეტრე მაღრაძის დარბაზი, XIX საუკუნე;

11. ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. მატანი, ფ. ფეიქრიშვილის საცხოვრებელი სახლი(არქიტექტურის / ქალაქთმშენებლობის/ ეთნოგრაფიული ძეგლი), 1914 წელი.

ნინო ზარიძე

 

(Visited 50 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*