„ჩვენი მერობის კანდიდატის ვინაობა ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ეს ცოტა ხანი დამოკიდებულია საარჩევნო პროცესის დაწყებასთან, ჯერ ოფიციალურად საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია. დაახლოებით ივლისის თვეში უნდა მოხდეს ძირითადი კანდიდატურების დასახელება“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

“არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე. „ქართული ოცნება“ აპირებს გამოვიდეს არჩევნებზე და ჩვენ ვგეგმავთ,რომ ყველა თვითმმართველ რაიონში გავიმარჯვოთ. ჩვენი მერობის კანდიდატის შესახებ ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გავავრცელებთ. გადაწყვეტილებას კანდიდატების შესახებ იღებს პარტია,პოლიტიკური საბჭო, რაიონული ორგანიზაციები. როდესაც მსჯელობა დაიწყება, ყველა თავის პოზიციას გამოხატავს და საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია კონსენსუსით მიიღებს.

მე ვარ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, მე მომიწევს ჩვენი პარტიის კანდიდატთან ერთად კარდაკარ სიარული. ბატონი კალაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ის არის კარგი ორგანიზატორი, კარგი მენეჯერული და კომუნიკაციის თვისებები აქვს, ზოგადად მას ყოველთვის დადებითად დავახასიათებ. რაც შეეხება გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ , – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*