“მოსახლეობის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას. გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა სერიოზულად დგას სკოლებშიც”. საქართველოში ბავშვთა დაცვის ძირითადი პრობლემების შესახებ “იუნისეფის” საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, მაია ქურციკიძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.
“ჩვენი რეკომენდაციაა,რომ დაჩქარდეს განათლების სისტემის რეფორმა. პირველ რიგში, პრობლემად რჩება მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია, ასევე ხელმისაწვდომობის პრობლემა. განსაკუთრებით სოფლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყოველი მეორე ბავშვი არ დადის. სერიოზული პრობლემაა სოციალური მუშაკების სიმცირე. ეს არის ცენტრალური ფიგურა,რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს დაუცველ ბავშვებთან მუშაობისთვის.
იუნისეფი ატარებს კვლევას და წლის ბოლომდე გვეცოდინება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ზუსტი რაოდენობისა და მათი საჭიროებების შესახებ. აუცილებელია პრევენციული ზომები,რომ ხვალ ახალი ბავშვი არ გავიდეს ქუჩაში” , – განაცხადა მაია ქურციკიძემ.
მანანა ღოღობერიძე