2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის,  ს. პეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება.

ვარშავის მიმართულებით პირველი რეისი Small Planet Airlines 26 მაისს შეასრულა.

ფრენების განრიგი

  • Nordstar Airlines – მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი)
  • Severstal – ჩერეპოვეცი- ბათუმი – ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი)
  • Nordavia – ს.პეტერბურგი- ბათუმი – ს.პეტერბურგი 7 ივნისიდან (შაბათი)
  • Anda Air – კიევი-ბათუმი- კიევი 14 ივნისიდან (ოთხშაბათი, შაბათი)
  • Aseman Airlines –  თეირანი-ბათუმი-თეირანი; 21 ივნისიდან (ოთხშაბათი)
  • Fly Dubai – დუბაი-ბათუმი-ბათუმი;   22 ივნისიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი)
  • Wings of Lebanon – ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი; 25 ივნისიდან (ოთხშაბათი,კვირა)

გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საიმიროებიდან.  ზაფხულში  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან  20-მდე სხვადსახვა მიმართულებით ფრენებს 23 ავიაკომპანია შეასრულებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენების სიხშირე გაზარდა ELAL, Ural Airlines და S7 ავიახაზებმა.

 

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*