საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისაღსანიშნავ მიღებაზე ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზჯუღელი (გაგამარუ).

მას ეს ჯილდო იაპონიაში საქართველოს, მისი კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაშიშეტანილი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენსიაპონიაში წარმატებული საქმიანობისა და ამ გზით საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუს) სპეციალური სიგელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-იაპონიისდიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც ესწრებოდნენსპეციალურად მოწვეული სტუმრებია იაპონიის სამთავრობო და პოლიტიკური წრეებიდან, ასევე მედიის, კულტურისსფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*