“მოსწავლეებს ჰყავთ განათლების მინისტრი,რომელიც სამარცხვინო განცხადებებს სამარცხვინო განცხადებებზე აკეთებს, არც მოიძებნა ვინმე,რომ უთხრას გაჩერდეს, დამალონ მაინც ეს კაცი”. ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.

“დღეს ხდება მინი-კრიზისების გენერირება და ტემპები დღითიდღე იზრდება, ხელისუფლება ცენტრალიზებულად არ უყურებს ყველაფერ ამას და ცალცალკე საკმაოდ უხარისხო მენეჯმენტი აქვს. ჯეჯელავა გახდა ამ პაროდიული მცდელობების სიმბოლი, “იუთუბის” გმირი. ალბათ ბევრი მნახველი ჰყავს მის ე.წ რგოლებს.

ხელისუფლებაში ერთი ადამიანიც არ დარჩა, ვისაც აქვს პოლიტიკური აზროვნების უნარი. ან ვერავინ ხედავს და ეს ერთი უბედურებაა. თუ ვინმე ხედავს და ვერ ბედავს,რომ ეს თემა დამალოს, ეს მეორე უბედურებაა. მმართველობითი სისტემის კოროზია მიმდინარეობს

ჩვენ თითქმის ყველა მიმართულებით, ყველა ინსტიტუტის მხრივ გვაქვს პრობლემები. გამართულად ხელისუფლების არც ერთი შტო არ მუშაობს. ყველა მიმართულებით გვაქვს სხვადასხვა ინტენსივობის კონფლიქტები. ჰიბრიდული ხელისუფლების პრობლემები ფარცხალაძე-თორდიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის უცნაური გაქრობა, საპატრიარქოს მოვლენები” , – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 66 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*