“უსაფრთხოების სფერო კონსტიტუციაში აისახა ისე, რომ მასში კვალიფიციურ ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც თავისთავად ნონსენსია. კონსტიტუციის პროექტი მივიღეთ ნულოვანი კონსენსუსით”. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გამოწვევებზე, კონსტიტუციის პროექტზე და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროზე”, საინფორმაციო გამოშვება “კონტაქტის” ეთერში ისაუბრა.

“პრაქტიკულად საკონსტიტუციო კომისიამ მოახერხა ის, რომ  კონსტიტუციაში გაჩნდა თავი, შეიცვალა პოსტულატები ისე, რომ უსაფრთხოების სფეროს არც ერთი ექსპერტი არ იყო ჩართული. შეუძლებელია ასეთ დოკუმენტს ვუწოდოთ კონსტიტუცია, ფაქტია, რომ ერთი პარტია შეთანხმდა, რა უნდათ მათ.

პრეზიდენტთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები იყო. უშიშროების საბჭოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე ყველა ის ადამიანი იყო წარმოდგენილი, ვისაც ამ თემაზე უმუშავია და გაგვიგია. ყველა თანხმდება,რომ კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც შეიქმნა, ძალიან შორს არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისგან.

ჟურნალისტის ადვოკატის განცხადება არის შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი. შემდგარი ფაქტია,რომ ადამიანი ერთი ქვეყნიდან აღმოჩნდა მეორე ქვეყანაში. რაც ყველაზე მეტად არასასიამოვნოა არის ის,რომ ქვეყნის იმიჯს ადგება დიდი ზიანი. საქართველო არის რეგიონის ლიდერი გამოხატვის თავისუფლების კუთხით.  სრული ნდობა მაქვს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,რომ ისინი წარმოადგენენ დროულ დასკვნას” , – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

 

 

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*