ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება.

დონალდ ტრამპი ხაზს უსვამს საქართველოსპრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისშედეგებს და აღნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია იმედის თვალით შეჰყურებს ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. დონალდ ტრამპი ასევე მიიჩნევს, რომსაქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილიშეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,

ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა დასაქართველოს მტკიცე და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ, რაზეც ვაშინგტონში თქვენივიზიტისას ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, და ეს პარტნიორობა, ჩემი ღრმა რწმენით, მომავალში კიდევუფრო განმტკიცდება.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად,რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ამერიკისშეერთებული შტატები მადლობას გიხდით ავღანეთში გაღებული წვლილისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყოლია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში, ნატოსუმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისოსამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ. ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა დასირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციისფარგლებში.

რეგიონში, რომელიც დაუცველობის პრობლემისა და გარე ძალების მხრიდან წნეხის წინაშედგას, საქართველო შეუპოვრად და მიზანმიმართულად ადგას საკუთარი მომავლის თავადგანსაზღვრის გზას. ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ თქვენს არჩევანს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მისტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მე და ჩემი ადმინისტრაცია იმედით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისუზრუნველყოფა,”- ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვის წერილში.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*