“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიცია თავისი ფორმით იტაცებს ცნობილ ჟურნალისტს. ბავშვი, რომელსაც დეტექტივების კითხვა დაწყებული აქვს, არ დაიჯერებს ამ სპეკულაციას”. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“აქამდე 100-მდე საგამოძიებო მოქმედება არის შესრულებული, დაიკითხა რამდენიმე ათეული  მოწმე, დათვალიერდა კამერები, ვსწავლობთ მუხთარლის კავშირებს, სატელეფონო ჩანაწერებს, გამოძიება ინტენსიურად მუშაობს. 5 დღე არც თუ ისე დიდი დროა ამ კატეგორიის საქმისთვის წინასწარი დასკვნის გასაკეთებლად. ინფორმაციას ვიღებთ აზერბაიჯანელი კოლეგებისგან სხვადასხვა არხებით.

ეს არის დელიკატური საქმე, ეხება არა მხოლოდ კრიმინალურ შემთხვევას საქართველოში, ჩართულნი არიან აზერბაიჯანელი კოლეგები და აქვთ საკუთარი გამოძიება. ამიტომ ვერ გავაკეთებთ ისეთივე გულწრფელ შეფასებებს,როგორც გააკეთებდა პოლიტიკური ექსპერტი.თუ სრული სურათი ,ვერსიების გადამოწმებული ინფორმაცია არ გვექნება.

ეს არის სენსიტიური თემა და წინასწარი შეფასება ვერ გაკეთდება.ვრცელდებვა სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. თუნდაც მუსტაფაევას ადვოკატები აცხადებდნენ,რომ მას ჰქონდა დაზიანებები, მაგრამ აზერბაიჯანის ოფიციალური განცხადებით, მას დაზიანებები საერთოდ არ ჰქონია. არის გარკვეული სპეკულაციები პოლიციელების ჩართულობაზე” , – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები