თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “კურიერის” ეთერში “რუსთავი 2”-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხო განცხადება გააკეთა. ტელეკომპანიის ცნობით, მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის შემცირების მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის უწყებამ რამდენიმე კვირის წინ  ბრიუსელს მიმართა.

ლელა ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის უწყებამ ავღანეთში ქართული სამხედრო ასეულის შემცირების მოთხოვნით, არა ნატო-ს, არამედ გერმანულ მხარეს მიმართა.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან არასდროს ყოფილა იმდენად ინტენსიური, ეფექტური და ეფექტიანი, როგორც ამ ეტაპზე. არასდროს საქართველო არ ყოფილა იმდენად ახლოს, როგორც არის ამ ეტაპზე. პარტნიორი ქვეყნებიდან ვართ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი სამხედრო მისიებში. საქართველო აგრძელებს “ერესემში” იგივე რაოდენობით, მოცულობით და ვალდებულებების ხარისხით მონაწილეობას. ორ კვირაში გაიმართება ძალთა მოზიდვის კონფერენცია და 13 ივნისს ისევ დავადასტურებთ,რომ 872 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით, საქართველო ვალდებულებას აგრძელებს.

რაც შეეხება გერმანულ მხარესთან მიწერილობას, საქართველოს შეიარაღებული ძალები იწყებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას. გერმანულ მხარესთან მიწერილობას ვგულისხმობ, საუბარი შეეხებოდა, როგორ მოხდეს პოზიციონირება ქართული მხარის “RSM”-ის მისიასა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას შორის. ჩვენ ვსაუბრობდით ალბათობაზე 2019 წლიდან და არა ამ ეტაპზე და არა 2018 წლიდან.

კონტრიბუციის შესახებ ჩვენ ვაცხადებთ, რომ აღებული ვალდებულება არის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით. რაც შეეხება 2018 წლის გაზაფხულის შემდგომ პერიოდს, ცხადია, რომ აღნიშნული განხილვას უნდა დაექვემდებაროს. უბრალოდ, ცხადია, დავუქვემდებარებთ ჩვენს პოზიციებს, ანუ საქართველოს მთავრობის პოზიციებს, რეალიებს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც ჩვენს ნატოელ პარტნიორებს დაუდგებათ” , – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*