ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.   საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშდოლარის ღირებულების ღვინო, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდისმაჩვენებელს.

„მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით  გაიზრდა. ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც, რაც მიიღწევა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული ღონისძიებებითა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე. ექსპორტი მატება დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-სდა აგრეთვე ტრადიციული  ბაზრების მიმართულებით“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოსთავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 160% (3234144), რუსეთი – 96% (14820976), უკრაინა – 28%(2364112), პოლონეთი – 17% (978360), ბელარუსი – 59% (416962),ლატვია – 17% (547 946), აშშ – 54% (148470), გერმანია – 18% (167 296), საფრანგეთი – 500% (89986),  ისრაელი – 253% (92310), აზერბაიჯანი – 202% (77202) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -14820976, ჩინეთი -3234144, უკრაინა – 2364112, ყაზახეთი – 1 048 195 და  პოლონეთი – 978 360 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5521594 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 66%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  13,3 მლნ აშშდოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73 586  ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა,ექსპორტის ზრდამ 95% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  205,2 ათას აშშდოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან  შედარებით 47%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდესპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშდოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები