გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი იქნება.

7 – 11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 7 – 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 -11 ივნისს 2 – 4 გრადუსით დაიკლებს.

(Visited 102 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*