„კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვები საპარლამენტო ფორმატში მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიმართება“, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეიდან, პარასკევის ჩათვლით, საკომიტეტო მოსმენები ხუთ კომიტეტში ჩატარდება, რის შემდეგაც კონსტიტუციურ კანონის პროექტს კანონმდებლები პირველი მოსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ჩვენ გვინდოდა, რომ მორიგ სესიებზე ჩაგვეტარებინა კანონპროექტის განხილვა 12 ივნისის და 26 ივნისის კვირაში, თუმცა, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება მოსმენა და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 18 ივნისის კვირაში, როდესაც საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გაიმართება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურები განმარტა და განაცხადა, რომ კანონპროექტი, ორი მოსმენით ივნისის ბოლომდე, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნება განხილული და მიღებული.

„ამის შემდეგ გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა. კანონპროექტს მეორე მოსმენით უკვე ამ სესიის ბოლო კვირის განმავლობაში განვიხილავთ და მივიღებთ. როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი ივნისის ბოლომდე, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნება განხილული და მიღებული“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოოდ, მესამე მოსმენით კონსტიტუციურ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს და მიიღებს.

„საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მესამე მოსმენით იქნება განხილული და მიღებული კანონპროექტი უკვე მომდევნო, საშემოდგომო სესიაზე. სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენით. ასეთია ჩვენი გეგმა“, – განახადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*