სხვადასხვა მეცნიერული კვლევები ამტკიცებს, რომ ნაკლები კალორიების მიღება სიცოცხლის ხანგრძლივობას ხელს უწყობს.
აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წელს იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც 50-64 წლის არიან და აქვთ უკურნებელი დაავადებები, მხოლოდ 16%-ია. რამდენიმე ათეული წლები წინ, მათი რიცხვი 23%–ი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნელ-ნელა იზრდება.
ბუნებრივია ეს ტექნოლოგიების, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროს გაუმჯობესების შედეგია, თუმცა მეცნიერებს სხვა ვარაუდებიც აქვთ.
მათი თქმით, სიცოცხლის ხანგრძლივობას ხელს უწყობს ნაკლები საკვების რაოდენობა ჩვენს კვების რაციონში. ეს ნაბიჯი სასარგებლო იქნება, არამხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, არამედ სხვადასხვა რესურსის დაზოგვისთვისა და გადანაწილებისთვის.
შეხედულება იმის შესახებ, რომ ის საკვები რომელსაც ადამიანი იღებს, ახდენს ზეგავლენას მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ახალი არაა. ჯერ კიდევ, ანტიკური ბერძნები ბევრი საკვების მიღებას სიკვდილთან აიგივებდნენ.
1935 წლიდან ჩატარებულმა ფუნდამენტურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ რაციონისა და კალოერიების შემცრებამ თეთრი ვირთხების 30-50%-ს სიცოცხლე გაუხანგრძლივა. თუმცა კვლევის მთავარი კრიტიკის ხაზი ეხებოდა ძალიან მცირე კავშირს ადამიანებსა და თეთრ ვირთხების გენეტიკურ აგებულებას შორის.
მოგვიანებით, 1980 წელს ვისკონსინის უნივერსიტეტის (University of Wisconsin) ბაზაზე მაიმუნებს ჩაუტარდათ კვლევა, მათი დნმ-ის 93% ადამიანთა დნმ-ის იდენტურია, ამ კვლევამაც იგივე რეზულტატი აჩვენა.
მაიმუნებს სიმსივნის, დიაბეტის და გულის დაავადებების რისკები შეუმცირდათ. როზლინ ანდერსონის ექსპერიმენტი წლების განმავლობაში 76 მაიმუნს უტარდებოდა. მაიმუნები არ შიმშილობდნენ რა თქმა უნდა.
ნაკლები კალორიების მიღება ნიშნავს სწორად შედგენილ კვების რაციონს,რომლის დროსაც ისინი იმ საჭირო ნივთიერებებსა და ვიტამინებს მაინც იღებდნენ,რაც სიცოცხლისთვის და ორგანიზმის ყოველდღიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.
საკვების ნაკლები რაოდენობის მიღება ადამიანებში განსხვავებულ შედეგებს იწვევს. რაციონისა და კალორიების შემცირება, ზოგიერთი ჩვენგანისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს და ზოგიერთისთვის არა. მეცნიერები იმ მრავალ ფაქტორთა შორის,რომლებიც სასარგებლო და არასასარგებლო შედეგებზე ზეგავლენას ახდენენ, ასახელებენ : პირველ რიგში, დნმ-ს. ადამიანთა ნაწილი ბევრი საკვების მიღებით იღებს მეტ ენერგიას, რადგან მას ეს სჭირდება, მეტაბოლიზმის პროცესი, რომელიც ასევე განსხვავებულია მნიშვნელოვანი ფაქტორია. განსაკუთრებით, ხაზგასასმელია გარემო ფაქტორები, სად ცხოვრობს, რა რასისაა, რა პირობებში უწევს ზრდა-განვითარება.
ადამიანებმა ექიმებთან უნდა იკვლიონ მათთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები, დაადგინონ რისი ნაკლებობა აქვთ და შემდგომ გაიზიარონ ნაკლები საკვების მიღების ტაქტიკა.
ახალი კვლევა, რომლის შედეგებიც 2015 წელს გამოქვეყნდა და საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურებაც ჰპოვა, უკვე ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს წარმოაგენს.
21-დან 50-წლამდე ასაკის 218 ჯანმრთელი ქალი და კაცი ორ ჯგუფად გაყვეს. მათი ნაწილი 2 წლის განმავლობაში იღებდა დიდი რაოდენობით საკვებს, ხოლო მეორე ნაწილი ნაკლებს. მეცნიერების მიერ შედგენილ საკვები რაციონის მიღებიდან, 6 თვეში ერთხელ მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებოდათ.
ბუნებრივია 2 წელი ძალიან მცირეა დასკვნებისთვის, მაგრამ ექიმებს საფუძველი ჰქონდათ 2 წლის შემდეგაც კი დაენახათ ადამიანთა ნაწილში სიმსივნის, გულის დაავადებებისა და დიაბეტის ნიშნები.
მეცნიერების თქმით, სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთი წლის განმავლობაში 10 კვირით იზრდება. სიცოცხლის ხანგრძლივობით პირველ ადგილს იაპონელები იკავ ხოლობენ, ხოლო ბოლო ადგილზე არიან ისეთი ქვეყნები,როგორიცაა ანგლა, სომალი, კონგო, ჩადი.
ნათია კეკენაძე