პენიტენციური დაწესებულებების საკნებში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, ცვლილებები, რომელიც საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განთავსების საკითხს შეეხება, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებში შევიდა.

როგორც “თბილისი თაიმსს” სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ცვლილებების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორც წესი, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან  განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი/მსჯავრდებულნი არიან სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია.

 

 

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*