სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისელი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილის გარდაცვალებას ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები მისი ოჯახი ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაღაკაშვილი სირიაში ავიაიერიშებს
ორი კვირის წინ ემსხვერპლა, თუმცა მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. მუხმადი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ერაყსა და სირიაში მიმდინარე სხვადასხვა შეტაკებების შედეგად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 24 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები