“არ არის სწორი დავით ნარმანიას და კახი კალაძის თვისებების დაპირისპირება, ახალ კანდიდატს აქვს მენეჯერული თვისებები,  უყვარს თბილისი და თბილისელებიც შესაბამისი პატივისცემით უპასუხებენ”. თბილისის მერობის კანდიდატზე და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.

“სკანდალი ვერ გამოდნება, ბიძინა ივანიშვილს აქ ნუ მოვიყვანთ. პრემიერს აქვს მინიჭებული მანდატი, იგი ჩვენი პარტიული ლიდერია და ჩვენ გვაქვს კომპეტენცია, რომ დამოუკიდებლად, გულწრფელად ვისაუბროთ.  წარმატებები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მინუსები. ნარმანია წარმატებული მერი იყო, მაგრამ სად გადავა ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

შეკითხვები გამიჩნდა არა მხოლოდ კონკრეტული პირის მიმართ. საინტერესოა,რომ 2015 წლიდან ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში ,რა სახის მუშაობას ეწეოდა. რაში გამოიხატება მისი ჟურნალისტური საქმიანობა. რა სტატუსით იყო ქვეყანაში, თუ შეამჩნია ვინმემ გატაცებული ადამიანი. პასუხებს ყველა ელოდება, გარდა “ნაციონალური მოძრაობის” და ახალი “ნაციონალური მოძრაობის”. მათ სურთ საკუთარ ქვეყანას მიაყენონ ჩრდილი, ამის საფუძველი კი არ არსებობს” , – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*