“კანონპროექტმა თანაბრად უნდა დააბალანსოს სახელმწიფოს ინტერესი, რომ ააშენოს კონკრეტული ობიექტი და მიიღოს კერძო მიწა. მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს მოქალაქის ინტერესი, რომელიც ამ საკუთრებას ფლობს და უნდა დაუთმოს სახელმწიფოს”. აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქისთვის მიწის ჩამორთმევის შესახებ ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წევრმა, თეონა ზაქარაშვილმა ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“ამ კანონით ერთი მხრივ რეგულირდება პროცედურები და ის გაწერილი ხდება. მოქალაქეს ეცოდინება, რა ნაბიჯს გადადგამს ის პირი, რომელიც მიწის საკუთრებას ჩამოართმევს. თუმცა, ზოგიერთი დეტალი დასახვეწია. პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს შენიშვნები და მეორე მოსმენაზე მოქალაქის ინტერესებიც იყოს დაცული. თუ სახელმწიფო იბრუნებს ე.წ საპოლოციო გამოსახლების უფლებას, ამით იმარტივებს გზას.

გამოუსადეგარი მიწის გამო მესაკუთრემ შესაძლოა იდავოს, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული სად, რა წესით, რომელ სასამართლო ინსტანციაში უნდა იდავოს. ხშირად არის პრობლემა, როდესაც ხაზოვანი პროექტების დროს, მოქალაქის საკუთრებიდან სახელმწიფოს მხოლოდ გარკვეული ზოლი, მცირე ნაწილი მიაქვს. ამ ნაკვეთის ირგვლივ რჩება მიწა, რომელიც პრაქტიკულად გამოუსადეგარია, მაგრამ სახელმწიფო არ აძლევს მესაკუთრეს კომპენსაციას” , – განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*