ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან  და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ორივე მათგანს სასჯელის ვადა შეუმცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ადვოკატ მალხაზ სალაყაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში შედგა განხილვა, სადაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რეალური სასჯელის ვადად ლაშა კურტანიძეს ერთი, ხოლო ლევან როსტოშვილს კი სამი წელი განესაზღვრათ. მათვე დაეკისრათ 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი, კურტანიძის შემთხვევაში სამი წელი და როსტოშვილის შემთხვევაში ოთხი წელი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*