„ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მინისტრის ინფორმაციით, კანონმდებლობის შეცვლა ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ვალდებულებაა.
„ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის იმას, რომ კომპანიას კლინიკის და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეს“, – განაცხადა სერგეენკომ.
სერგეენკო აცხადებს, რომ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.