16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

“ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს და 6 თვის გეგმის შესრულება 104%-ზე მეტი იქნება” – ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ტენდენციაა საგადასახადო შემოსავლების 5 თვის შესრულების მიხედვით. ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმით განსაზღვრული 4 505,0 მლნ ლარიდან, 5 თვეში შემოსული თანხა შეადგენს 3 887,7 მლნ ლარს (86,3%).

გადაჭარბებითაა შესრულებული საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის გეგმაც როგორც ნაერთ ბიუჯეტში (გადაჭარბება 163,4 მლნ ლარი), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში (გადაჭარბება 177,3 მლნ ლარი)

ივნისის თვეში, მოსალოდნელია 800,0 მლნ ლარამდე თანხის მობილიზება, რის გათვალისწინებითაც 6 თვის შესრულება იქნება გეგმის 104%-ზე მეტი; იგივე ტენდენციაა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მიმართულებით, აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე 6 თვის გეგმის შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტშიც 104%-ზე მეტი იქნება.

6 თვის გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით შესრულდება არამხოლოდ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, ასევე, არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზაცია) დაგეგმილი შემოსავლები.

გასული თვეებისგან განსხვავებით, ივნისში დაგეგმილია მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მიღება, რომლის პირველი ტრანშის მისაღებად საჭირო სარატიფიკაციო დოკუმენტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და განიხილება მომდევნო სასესიო კვირას. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდება 47,2 მლნ ევროს ჩამორიცხვა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულება მაღალი იქნება (90%-ზე მეტი), თუმცა ზოგიერთ პროგრამაში შესაძლებელია იყოს მცირე ჩამორჩენა, რაც წლიური გეგმის 3-4%-ის ფარგლებში იქნება და მათი ათვისება განხორციელდება წლის მეორე ნახევარში. ხარჯვით ნაწილში, ასევე, აღსანიშნავია, რომ მაქსიმალურადაა შეზღუდული ადმინისტრაციული ხარჯები, რის შედეგადაც ნაერთი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ნაწილში 2017 წლის 5 თვის განმავლობაში 25,0 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*