ტყლარწი-წელვადი სათამაშო, რომელსაც სითხის თვისებები აქვს და არამომწამვლელი ნივთიერებებით არის დამზადებული, პირველად შეიქმნა კომპანია Mattel-ის მიერ, ჯერ კიდევ 1976 წელს. ე.წ. სლიმმა (ინგ.”slime”) განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმისა და მულტფილმის – “მოჩვენებებზე მონადირეების” გამოსვლის შემდეგ, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მწვანე წელვადი მასა – Slimer-ი წარმოადგენს.

მას შემდეგ ამ უჩვეულოდ ელასტიური და წელვადი რეზინის უამრავი ვარიაცია შეიქმნა და დღეს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.

არსებობს უამრავი ტყლარწი: რბილი, მაგარი, ხტუნია, ჟელესებრი, მუდმივი, დროებითი, მაგნიტური და ა.შ. ტყლარწების ვიდეოების გულგრილად ყურება თითქმის შეუძლებელია.

რამდეიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი სათამაშო გამოჩნდა, რომლემაც დაიპყრო სათამაშოების ბიზნესი და „ტყლარწომანიაც“ კი გადაავიწყა მოსახლეობას.

Fidget Spinner-ის შესახებ ბევრს წერს დასავლური მედია და აღნიშნავს, რომ ეს სათამაშოების ახალი კლასია. მას უკვე უწოდეს ახალი რუბიკის კუბი. The New York Times-მა კი სპინერი თაობა Z-ს ჰულაჰუპად მოიხსენია. Financial Times აღნიშნავს, რომ ამ სიახლემ შეაზანზარა სათამაშოების გლობალური ბაზარი, რომლის მოცულობაც 90 მილიარდი დოლარია.

Fidget Spinner —  ეს არის მცირე ზომის საკისარი, რომელზეც პლასტიკატის ან ლითონისგან დამზადებული დეტალებია მიმაგრებული. შეგიძლიათ სპინერის ცენტრალური, უძრავი ნაწილი ხელში ისე დაიჭიროთ, რომ სათამაშოს გარშემო არსებული, მოძრავი ნაწილები დააბზრიალოთ.

ტყლარწი და სპინერი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დაიპყრო, ბავშვის ფსიქო-მოტორული კოორდინაციის განვითარებას მნიშვნელოვნად ეხმარება. მეორე მხრივ, ის გონებას ამშვიდებს და სტრესს ხსნის. შესაბამისად, დღეს ტყლარწს დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ მცირეწლოვანი ბავშვიცა და მისი ოჯახის უფროსი წევრებიც.

დღეს ტყალრწის  და სპინერის ყიდვა თითქმის ყველა მაღაზიასა თუ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ასევე, მომრავლდა ტყლარწის სპეციალური მაღაზიებიც. მისი ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება და მაქსიმალურ ღირებულებას 10 ლარს აღწევს. თუმცა, ფასი განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ სად ყიდულობთ ტყლარწს. რაც შეეხება სპინერის ფასებს ის გაცილებით ძვირია და მისი ფასი შესაძლოა 50 ლარსაც კი აღწევდეს.

“Kura kura” ტყლარწის ერთ -ერთი მაღაზიაა. როგორც „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს Kura Kura-ში ”ტყლარწის” 40-მდე სახეობის შეძენაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში, მაღაზია ამ კოლექციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 144 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*