საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა.  მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს  მოეწერა.

გიორგი ბადაშვილი  1981 წელს ქ. თბილისში დაიბადა.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო და  სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

29.05.2013-22.11.2013წწ. საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2013 წლის 22 ნოემბრიდან  საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

2014 წლის 21 იანვრიდან – 2015 წლის 2 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს  მთავარი პროკურორის თანამდებობა.

2015-2017 წლებში მუშაობდა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები