ირანის პარლამენტში სროლის ხმა ისმოდა. ინფორმაციას bbc-ი ავრცელებს. ცეცხლი პარლამენტის შენობის დერეფანში გაიხსნა.
ინციდენტის შედეგად, დაშავებულია საკანონმდებლო ორგანოს უსაფრთხოების სამსახურის ერთი წევრი. ვრცელდება ინფორმაცია მძევლების აყვანის შესახებაც.
ისროდნენ იმამ რუხოლა მუსავი ხომეინის მავზოლეუმშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამმა შეიარაღებულმა პირმა სალოცავი დაარბია. შემდეგ ორმა თავდამსხმელმა მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, ერთმა კი დეტონატორი აამოქმედა და თავი აიფეთქა.