ლარის განახლების პროცესი გრძელდება – 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი შეემატება. ეროვნული ბანკი ახალ 5-ლარიანს მიმოქცევაში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან გაუშვებს.

5 ლარის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა. წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხით და მოცულობით. უკანა მხარეს გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი და თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

5 ლარის განახლებული ბანკნოტი დამზადებულია ისეთი მასალების და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურების და ბუნებრივი ცვეთისადმი.

5 ლარის განახლებული ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

მოგვიანებით გამოვა 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი. 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი – 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*