„ნებისმიერ განცხადებაზე არის რეაგირება, განსაკუთრებით შშმ პირების მიმართ.წელს თითოეულ გამგეობას განსაკუთრებით გაზრდილი ბიუჯეტი აქვს იმისთვის,რომ აუცილებელ ადგილებში პანდუსები გაკეთდეს“. ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “რეალური სივრცის” ეთერში ისაუბრა.

„ქალაქში 374 საპარკინგე ადგილია. თუ მოქალაქე მოგვმართავს,რომ მისთვს ადგილი გამოიყოს, ჩვენ ეს საკითხი გაგვაქვს სხდომაზე, შემდეგ „სითი პარკს“ ვაწვდით ინფორმაციას და ის კონკრეტულ ადგილზე მიდის, ხაზავს და ამონტაჟებს ნიშანს.

თითქოს მერია არაფერს აკეთებს, თუნდაც ის 143 ავტობუსი, რომელიც ქალაქში შემოვიდა, არის ადაპტირებული. შშმ პირებისთვის გამარტივდა დოკუმენტაციის წარდგენის წესები. ადრე სავალდებულო იყო,რომ მათ წარედგინათ საშვი მანქანის ფლობის შესახებ. ახლა კი ეს არ არის სავალდებულო, საშვი მათ შეუძლიათ ნებისმიერ ავტომობილზე გამოიყენონ.

2015 წელს ჯარიმების შესახებ 800 საჩივარი შემოვიდა. 2016 წელს 1800, წელს კი უკვე 3 ათას ვცდებით. აქედან უმრავლესობა დაკმაყოფილებულია. ჯარიმების რაოდენობა 325 %-ით გაზრდილია“ , – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები