16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
17 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
17 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

“გამოცდაზე ბარიერის აწევით ბევრი არ ჩაიჭრება, უბრალოდ არ გავლენ, რადგან აზრი არ აქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე სირბილში ყველა ვერ გავა, რადგან იქ მიდის ის, ვინც ჯერ სკოლაში მოიგო, შემდეგ ქალაქში, შემდეგ უბანში”. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ეკა ხოფერიას თოქ-შოუს” ეთერში ისაუბრა.

“საქართველოში არის 2 ათასი სკოლა, თითო სკოლაში ჩაიჭრა დაახლოებით 6 ბავშვი. 6 ჩასაჭრელი ბავშვი სამწუხაროდ ყველა სკოლაშია, მათ შორის ისეთიც,რომელიც საერთოდ არ სწავლობს. არის სკოლები,სადაც არავინ ჩაიჭრა და იმ 6 ბავშვსაც გასაღები მოუნახეს.

5-ზე მეტმა ბავშვმა უნდა აირჩიოს პროფესიული განათლება. ეს ხალხი საერთოდ არ უნდა გავიდეს გამოცდაზე, მათი ტალანტი არის არააკადემიურ ტერიტორიაზე. მომავალში უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ხალხი ტრაგიკულად კი არ უყურებდეს გამოცდას, ამბობდეს,რომ თქვენი ჭირიმეთ დამანებეთ თავი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დასაქმება ამ სფეროში უფრო მაღალი გვაქვს.

მსოფლიოში განათლების სისტემა არის ეტაპებად დაყოფილი, მე-9 კლასის ბოლომდე რაც ისწავლება, უნდა იცოდეს ყველამ. მეხაჭაპურე გამოვა, არაფერი გამოვა და სახლში იჯდება თუ აკადემიკოსი გამოვა. შემდეგი ეტაპი ითვლება ნახევრად უმაღლესად. ვისაც სწავლა არ უნდა, იმის სწავლა და ე.წ თავში ჩადება შეუძლებელია. სკოლა უნდა გავხადოთ მეტად საინტერესო, რომ მეტმა ბავშვმა “გახსნას ყურები” “, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*