„გამოწვევებთან საბრძოლველად, ახალ უსაფრთხოების სისტემას უნდა ვაყალიბებდეთ. თუმცა, კონსტიტუციიდან უკვე ჩანს, რომ ქვეყნისთვის უსაფრთხოების პოლიტიკა აღარ იქნება პრიორიტეტული“.  ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებზე და მთავრობის კრიტიკაზე, უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკასთან“ ინტერვიუსას ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევებია არსებული ოკუპაცია, მცოცავი ბორდერიზაცია, ანექსიური პოლიტიკა, რუსეთის მიერ არაღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც არ არის ჩართული კონფლიქტში, ან სამხედრო მოქმედებებში. მითუმეტეს ეს მნიშვნელოვანი და ფეთქებადი საკითხია ჩვენს რეგიონში.

2010 წლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ჰიპოთეტური გამოწვევები ცხად საფრთხედ გარდაისახა. ეს არის ის საფრთხე,რომელზეც საუბრობს ნატო-ს ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნები. არ გვაქვს საფუძველი,რომ დავეყრდნოთ დოგმატურ პრინციპებს და ისე შევქმნათ უსაფრთხოების სისტემა.

უშიშროების საბჭო არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების ერთობლიობა. ეს არის პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის და მისი კომიტეტების თავმჯდომარეები, ისინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ საბჭოს საქმიანობაში, რაც მის ეფექტურობას განაპირობებს. საუბრები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ჯარი არ დაემორჩილება, ან ის,რომ უშიშროების საბჭო უაზრო ორგანოა, სხვაგანაც ისმინება გარდა ჩვენი ქვეყნისა. ამ სფეროზე საუბრისას მეტი სიფრთხილეა საჭირო“ , – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 56 times, 1 visits today)

კომენტარები