2017 წლის 8-13 ივნისს, საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვევა კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს (Export Development Canada (EDC)) უფროსი ეკონომისტი, რიჩარდ შუსტერი და უფროსი რეგიონული მენეჯერი ფამერ ენგინი. სააგენტოს წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესწავლით, ასევე კანადა-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, სსიპ-ს „აწარმო საქართველოში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს ეროვნული ბანკის, IMF-ისა და WB-ის წარმომადგენლებთან.