„ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, წყვეტს ქვეყნის ბედს და მასზე არის დამოკიდებული თავდაცვისუნარიანობა“. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„წინა პარლამენტში მე წარვადგინე საკანონმდებლო ინიციატივა,რომლითაც გაიმიჯნა უფლებამოსილება დღეს მოქმედ ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს შორის. მაშინ როგორც პრეზიდენტი, ისე პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე შეთანხმდნენ, ფუნქციების გამიჯვნაზე პრობლემა არ იყო. თუმცა, არსებული ფორმით უშიშროების საბჭო, შორსაა დღევანდელი რეალობისგან და მოდელისგან.

დღეს მოქმედი ეროვნული უშიშროების საბჭო, 2010 წლის შემდეგ, სააკაშვილის მიერ დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ გიგა ბოკერიას ჰქონოდა ადგილი და პოლიტიკური ინტერესებისთვის თანხები ეხარჯათ. უშიშროების საბჭოს ჰქონდა 21 ათას ლარიანი ბიუჯეტი, რომელიც ლობისტური კომპანიების მოსასყიდად იხარჯებოდა.

უშიშროების საბჭო იღებს მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა,რომელიც ბოლო 20 წელია არ შეცვლილა. ამ საბჭოს ფორმატში მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტი იღებს დამატებით ინფორმაციას. ეს არის სათათბირო ორგანო,რომელიც არანაირი ეფექტიანობის მომტანი არ არის“ , – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*