სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფერმერთა რეესტრის საკითხები განიხილეს და ფერმერთა რეესტრის შექმნის სამოქმედო გეგმის მიმდინარე სტატუსზე იმსჯელეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილეები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზები უკვე არსებობს. შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანი ბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს წარმოაჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი.

ევროკავშირთან აღებული ვალდებულების თანახმად, 2018 წლისთვის საქართველოში ფერმერთა რეესტრი უნდა შეიქმნას. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან და FAO-სთან ერთად აქტიურად მუშაობს.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*