საბავშვო ტანსაცმლის ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა. საბავშვო ტანსაცმელის შექმნის იდეა  სამ მეგობარს ერთად მოუვიდა და მალევე გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ მაღალი ხარისხის ტანსაცმელი.   საბავშვო ტანსაცმლის წარმოება “რკომ” რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო მეგრელიშვლი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, უკვე საკმაოდ პოპულარულია.

მოგვიყევით თქვენზე, როგორ შეიქმნა საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „რკო“?

– მე და ჩემს ორ მეგობარს მოგვივიდა იდეა შეგვექმა განსხვავებული, მაღალი ხარისხის ბავშვის ტანსაცმელი. პირადად მე ველოდებოდი ბავშვს და გამიჩნდა სურვილი მისთვის მომექსოვა რაიმე. მალე ქსოვაც ვისწავლე, იმდენად გამიტაცა ამ საქმიანობამ, გადავწყვიტეთ ბიზნესის სახე მიგვეცა. ნაქსოვ ტანსაცმელთან ერთად მალე დავიწყეთ ნაჭრების შეძენა და საბავშვო ტანსაცმლის კერვა. რაც შეეხება ბიზნესს, დავიწყეთ 2016 წლის  დეკემბრიდან.

 რა მასალას იყენებთ ტანსაცმის შესაქმნელად?

– ძაფებიც და ნეჭრებიც აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის. ვქსოვთ სპეციალურად დამუშავებული ძაფებით, რომლებიც ბავშვებისთვის უვნებელია. მაგალითად იმის მიუხედავად რომ შალი კარგი ქსოვილია, როდესაც ბავშვებისთვის ვქსოვთ მას სპეციალურად ვამუშავებთ, რომ ბავშვის კანი არ გააღიზიანოს. რაც შეეხება ნაჭრებს, ყოველი მათგანი 100 % ბამბაა. მხოლოდ ბუნებრივი ნაჭრებისგან ვკერავთ. ნაჭრებს ძირითადად ამერიკიდან ვიწერთ, თუმცა საქართველოშიც არის რადენიმე მაღაზია, სადაც შეგვიძლია მაღალი ხარისხის ნაჭრის შეძენა.

როგორია „რკოს“ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია ყველასთვის?

– ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასები იყო ბაზრის შესაბამისი. მიუხედავად იმისა, რომ ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი საკმაოდ ძვირია, ვცდილობთ  საბაზრო ფასის მსგავსად შევთავაზოთ მყიდველს.

ძირითადად რა ასაკის ბავშვებისთვის კერავთ სამოსს?

– ჩვენ ვკერავთ და ვქსოვთ  0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტანსაცმელს. ვამზადებთ ყველანაირ სამოსს, ქუდით დაწყებული კაბით დამთავრებული, გვაქვს ახალშობილისთვის პლედები.  ტანსაცმელი არის როგორც გოგოსთვის, ასევე ბიჭისთვის.  სეზონების მიხედვით იცვლება კოლექციებიც. მუდმივად ვანახლებთ ჩვენს დიზაინს და ვცდილობთ გამორჩეულები და ხარისხიანები ვიყოთ.

საიდან მოდის თავად ბრენდის სახელი- „რკო“?

– სახელის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ძალიან გვინდოდა ჩვენი ტანსაცმელი ყოფილიყო ბუნებრივი, ჯანსაღი, პრაქტიკული და საყვარელი, რომელიც ბავშვებსაც მოეწონებოდათ და მათ მშობლებსაც. ამიტომ როდესაც დიზაინერს ავუხსენით ჩვენი იდეა, მან ეს სახელი შემოგვთავაზა. რომელიც ბუნებასთან და ხარისხთან ასოცირდებოდა.

რას გეგმავთ სამომავლოთ და ხომ არ აპირებთ ტანსაცმლის ექსპორტზე გატანას?

– სამომავლოდ დაწყებული გვაქვს საკუთარი წარმოების აწყობა. ჯერჯერობით ამაზე ვართ კონცენტრირებულნი, გვინდა რომ ჩვენს წარმოებას სისტემური ხასიათი მივცეთ. რაც შეეხება ექსპორტს, რამდენიმე ქვეყანასთან ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედია ყველაფერს მალე მოვაგვარებთ.

სად შეიძლება თქვენი ტანსაცმლის შეძენა?

– ჩვენი ტანსაცმელი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი ფეიბუკ გვერდიდან.გვწერენ ზომას, მოდელს და მისამართს და ჩვენს უფასო კურიერს მიაქვს ადგილზე. მომხმარებელს ჩვენი ტანსაცმლის ყიდვა შეუძლია ფაბრიკაში ერთ-ერთ მაღაზიაში და ასევე ონლაინ საიტზე.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

 

(Visited 94 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*