რა გახდა ახლო აღმოსავლეთში არსებული დიპლომატიური კრიზისის მიზეზი?

საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ბაჰრეინის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და იემენის ხელისუფლების მტკიცებით, კატარი .ისლამურ სახელმწიფოსდა ალქაიდას ეხმარება. ყატარის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს.

სახელმწიფოებმა  კატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს და კატარი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. საუდის არაბეთი ხურავს და ამკაცრებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის კონტროლს. მნიშვნელოვანია ისიც,რომ საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დიპლომატიური კრიზისის გამო კატარის ყველა ავიაკომპანიას ქვეყანაში დაშვება აუკრძალა. საუბარია ასევე კერძო და ჩარტერულ რეისებზეც.

კატარში სატრანზიტო რეისისთვის დაახლოებით დღეში 10 ათასი ადამიანი ჩადის, Etihad, Emirates და FlyDubai  კი 40-ზე მეტ რეისს ახორციელებდნენ ყოველდღიურად. იგივე გადაწყვეტილება მიიღო ეგვიპტურმა ავიაკომპანიებმაც, მათ ამასთანავე, კატარის თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაც აუკრძალეს.

არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა  კატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.

აღნიშნულ პროცესებს გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგორ ლიბერმანი, მისი განცხაებით, კატარის კრიზისმა შესაძლოა მათ მისცეს  ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან ანტიტერორისტულ ბრძოლაში თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა.

აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებით,  არ უნდა მოხდეს რადიკალური იდეოლოგიის დაფინანსება. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს  არ აქვთ უსაფუძვლო ეჭვები კატართან დაკავშირებით.

პარალელურად, კატარის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამმედ ბინ აბდურრაჰმან ეს სანიმ განაცხადა,რომ  ისინი საპასუხო სანქციებს არ განახორციელებენ და არაბულ სახელმწიფოებთან დიალოგის გზით მოაგვარებენ უთანხმოებას.

ნათია კეკენაძე

 

(Visited 90 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*