სურსათის გლობალური ბაზრები კარგად დაბალანსებულია – ხორბლის და სიმინდის მიწოდება ჭარბია, ხოლო ზეთოვანი თესლის წარმოება ძალებს იკრებს.

საზღვაო გადაზიდვის ხარჯებისა და იმპორტის მოცულობის ზრდის შედეგად, სურსათის გლობალური იმპორტი წელს1.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც 10.6%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს, განაცხადა დღეს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) “სურსათის მიმოხილვაში”, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა.

ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების, დაბალშემოსავლიანი და სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნების და აფრიკის სუბსაჰარას რეგიონის ქვეყნების სურსათის იმპორტი იზრდება. ეს განპირობებეულია ხორცის, შაქრის, რძის პროდუქტების და ზეთოვანი თესლების იმპორტის ზრდით.

პროგნოზით, გაიზრდება იმპორტი სურსათის ყველა კატეგორიაში, გარდა თევზისა, რომელზეც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა და ამ ზრდას ფეხს უწყობს ადგილობრივი აკვაკულტურის სექტორის ძლიერი ზრდა.

მაისში, პირველად სამ თვეში, გაიზრდა სურსათზე გლობალური ფასები – FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა – რომელიც, ასევე, დღეს გამოქვეყნდა –  172.2 პუნქტი შეადგინა მაისის თვეში, რაც 2.2%-ით აღემატება აპრილის მაჩვენებლს, ხოლო 10%-ით – 2016 წლის მაისის ინდექსს.

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი არის შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ასახავს ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის საერთაშორისო საბაზრო ფასებს. ეს ჯგუფებია მარცვლეული, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი. მაისში ფასები გაიზარდა ყველა ჯგუფში, გარდა შაქრისა.

სურსათის უმეტეს კატეგორიაში მიწოდება ჭარბია

“სურსათის მიმოხილვა” იძლევა ყველა ძირითადი სურსათის ბაზრის უახლეს პროგნოზებს.

სტაბილური იქნება ხორბლის საერთაშორისო ფასები, განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში, ხოლო მარცვლეულის წარმოება თითქმის რეკორდულ დონეს უახლოვდება და შედეგად, ძირითად ექპორტიორებს მკვეთრი კონკურენციის გაწევა მოუწევთ ერთმანეთისთვის. ჭარბი იქნება ბრინჯის მიწოდებაც, ხოლო მარაგები შემცირდება, რადგან ზოგიერთი ექსპორტიორი საჯარო მარაგებს ამცირებს.

თესლის მსოფლიო წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს  2016/17  წლებში, რადგან სოიოს მარცვლის მოსავალი გამორჩეულად მაღალია და გლობალური მარაგების შევსების შესაძლებლობას იძლევა. პირველი ნიშნებით, ბაზარზე მიწოდება საკმაოდ კარგი იქნება 2017/18 წლებშიც, რითაც გაგრძელდება ფასებზე წნეხი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხორცის მსოფლიო წარმოება სტაგნაციაშია ზედიზედ მესამე წელიწადია, რისი მთავარი მიზეზიც არის ჩინეთში წარმოების შემცირება, რაც გაზრდის იმპორტს აშშ-დან და ბრაზილიიდან.

ამავდროულად, მოსალოდნელია რძის მსოფლიო გამოშვების ზრდა 1.4%-ით 2017 წელს, რაც განპირობებული იქნება ინდოეთში წარმოების გაფართოებით.

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები