კომპანია ”კულა” 2009 წელს დაფუძნდა და თავის მომხმარებელს ყოველწლიურად ახალ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიამ საკუთარი წარმოება თავიდან წვენებით დაიწყო, შემდეგ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას დაემატა ტყემლები, ჯემები, მწნილები, ასევე ხილის კომპოტები და მიმდინარე ლიმონათიც გამოუშვებს.
„თბილისი თაიმსთან„ საუბრისას „კულას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გოჩა არჩვაძე აღნიშნავს, რომ კომპანია სულ მალე კიდევ ერთ ახალ პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს.
„დაახლოებით ერთ თვეში გამოვა ჩვენი ახალი პროდუქცია ხორცის კონსერვი. ასევე სიახლეე გვაქვს – ლიმონათი, რომელიც ახლახანს გამოვუშვით. ეს არის ნატურალური, არაგაზირებული ლიმონათი.“
საინტერესოა ის, რომ ქართული პროდუქცია „კულა“ ექსპორტზე გადის 45 ქვეყანაში. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, „კულა“ წარმოდგენილია თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ასევე ამერიკაში, არგენტინაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.
„სამომავლოდ 2017 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ გამოვუშვათ ბავშვთა კვება. ვგეგმავთ ქართული ნატურალური პროდუქტისგან გავაკეთოთ ჩვილი ბავშვებისთვის სხვადასხვა სახეობის ხილფაფა. რაც ვფიქრობ, სასიამოვნო სიახლე იქნება კულას მომხმარებლისთვის.“
შეგახსენებთ, გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა “კულა” სამი წელია არსებობს და დაახლოებით, 250 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.
მარიამ ლეკიაშვილი