საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა.

კერძოდ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აშშ-ის  უშიშროების საბჭოს მდივანთან გენერალ მაკმასტერთან.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის პროცესში. გენერალ მაკმასტერის მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილსევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

თეთრ სახლში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისმრჩევლის მოადგილესთან რიკ ვედელთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღისწესრიგში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისსაკითხები.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*